შეხვედრა სალოტბარო სკოლების პედაგოგებთან
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა და მას ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ. მინისტრმა საქართველოში მოქმედი სალოტბარო სკოლების 65 პედაგოგთან, მათ შორის ლოტბარებსა და რეგენტებთან ერთად განიხილა სკოლებისა და პედაგოგების გეგმები, მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. განიხილეს ახალი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.