ჰანტერ ბაიდენი საგადასახადო თაღლითობის საქმეში ბრალს არ აღიარებს
ჰანტერ ბაიდენი საგადასახადო თაღლითობის საქმეში ბრალს არ აღიარებს. კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადასახადები დაგვიანებით, თუმცა გადაიხადა. ახლა კი მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს.