ფერმერების პროტესტი გერმანიაში
გერმანიაში ფერმერების აქცია დაიწყო. ერთკვირიანი პროტესტის ფარგლებში მათ დილიდან საავტომობილო გზების გადაკეტვა დაიწყეს. გერმანელი ფერმერები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გეგმას, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების ეტაპობრივად შემცირებას და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს. პროტესტის ნიშნად, გერმანიის მასშტაბით რამდენიმე ადგილას, ფერმერებმა გზები ტრაქტორებისა და სატვირთო ავტომობილების კოლონებით ჩაკეტეს.