ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო
დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. „ჰეზბოლას“ იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა ლიბანის ტერიტორია დაბომბა.