ტელეგრაფი: დასავლეთმა შესაძლოა უკრაინას უღალატოს
„2024 წელს დასავლეთმა შესძლოა უკრაინას უღალატოს“- ამ სათაურით გამოცემა „ტელგრაფი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მიმომხილველი რობერტ კლარკი წერს, რომ დასავლეთში უკრაინის მიმართ განწყობის ცვლილების მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელი კონტრიერიში და ფრონტის ხაზზე შესამჩნევი ცვლილებების არარსებობაა. მიმომხილველი ასევე წერს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის განელებას ელის და თუკი ეს მოხდება, 2024 წელს რუსეთი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს დაასამარებს, არამედ ევროპული სუვერენიტეტის იმედსაც კი მოსპობს. კლარკი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს.