კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარანში
სოფელ მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რის შემდეგაც იგი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.