ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა
ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში სროლას, 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 25. დაიღუპა თავად თავდამსხმელიც, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ჩეხეთის პოლიციში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტზე თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. სამართალდამცველები დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობენ.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები