საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში
ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში მესამე დღეა ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატის პირველი დღე ხმლით ფარიკაობას დაეთმო. საქართველოს პირველობა გუშინ, რაპირის სახეობით გაგრძელდა, დღევანდელი დასკვნითი დღე კი დაშნით ფარიკაობით დასრულდება. ტურნირზე ჯამში 150-მდე მოფარიკავე გამოდის. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
