პუტინი: რუსეთს NATO-სთან ბრძოლის ინტერესი არ აქვს
„რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი ინტერესი არ აქვს“,- ასე ეხმაურება კრემლის ლიდერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში პუტინი ალიანსის წევრ ქვეყნებს დაესხმება თავს. „ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენსაც ესმის, რომ ეს სრული სისულელეა, რადგანაც რუსეთს არანაირი მიზეზი და ინტერესი არ აქვს NATO-სთან საბრძოლველად“,- აცხადებს პუტინი.