რაულ თუთარაულის პირველი გამარჯვება KSW-ში
„ემ ემ ეის“ მებრძოლმა რაულ თუთარაულმა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თუთარაულმა, პრესტიჟული პოლონური ორგანიზაციის „კა ეს ვის“ ეგიდით, გამოცდილი მებრძოლი მარჩინ ჰელდი, ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში დაამარცხა. ქართველმა უკანასკნელი 11 ბრძოლიდან, 10 მოიგო. რაულ თუთარაული ოქტაგონზე კარიერაში მე-40-ედ გავიდა და 33-ე გამარჯვება იზეიმა.