დიდთოვლობა ევროპაში
ევროპაში დიდთოვლობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავიამიმოსვლა შეაფერხა. უხვი ნალექის შედეგად, გერმანიაში, მიუნხენის აეროპორტში რეისების 80-ი პროცენტი გაუქმდა. რთული მდგომარეობაა ბავარიის მიწაზე არსებულ სარკინიგზო მაგისტრალებზეც. დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზებზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები