თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებს ეწვია
კულტურის, მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სალოტბარო სკოლების მონახულებას. თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლებს ეწვია. სალოტბარო სკოლებში მინისტრთან ერთად ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია. მინისტრი შეხვდა სალოტბარო სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს.