ესპანეთი - საქართველო
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დღეს ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს. ვილი სანიოლის გუნდი აღნიშნული მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. თამაშამდე 1 დღით ადრე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. ჩვენს გუნდს ა ჯგუფში 8 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ესპანეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
