ომი უკრაინაში
ღამით უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ კიევთან ახლოს რამდენიმე რაკეტა გაანიტრალა. საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით აქტიურია დონეცკის ოლქში და ავდეევკის მისადგომებთან. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით საოკუპაციო ძალებმა შეტევა გააძლიერეს და უმნიშვნელოდ მაგრამ, წინ წაწევა შეძლეს. უკრაინა პარტნიორებთან მოლაპარაკებების გაძლიერებას გეგმავს