ეროვნული ბიბლიოთეკა მეცნიერთა განაცხადების მიღებას იწყებს
ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკასა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკა მეცნიერთა განაცხადების მიღებას იწყებს. ეს დოკუმენტი ქართველი მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული არქივების კვლევის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. საცავში, რომელიც მე-15 საუკუნეში შეიქმნა, ბევრად ძველი მასალები და არაერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია დაცული. პარალელურად, ვატიკანის ბიბლიოთეკა პასუხისმგებლობას ქართველი ბიბლიოთეკარებისა და არქივის სპეციალისტების გადამზადებაზე იღებს.