მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს
გურიაში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ლანჩუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 55 წლამდე მამაკაცი გუშინ დააკავეს, უკვე გამოკითხეს მოსწავლე, სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი. სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო
