ქუთაისში სითითონი გაიხსნა
ქუთაისში „სითითონი“ გაიხსნა. ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრას შეეცდებიან. 36 საათის განმავლობაში, 20-ზე მეტი გუნდი იმუშავებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე, რომლებზეც მონაწილეები ჩამოაყალიბებენ ახალ, ინოვაციურ ხედვასა და მიდგომებს. ღონისძიება ქუთაისის მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ქლევერტონის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.