მანქანების გაქურდვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტომობილების სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული ნივთები. დანაშაული 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.