ახალი სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა თელავში
თელავში ახალი სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა გაიხსნა. 7 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარბენი ბილიკი, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, ასევე, ღია სავარჯიშო კომპლექსი და სკვერი. სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.