ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები
ეროვნული ბანკი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. კრიზისი გამოირიცხა, საბჭოს ვაკანტური ადგილების ნაწილი შეივსო. პრეზიდენტის მცდელობას, საკუთარი კანდიდატურები უკან გაეწვია, პარლამენტმა კანონით უპასუხა. პროცესი, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ სების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, დასრულებულია. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სწორად და, რაც მთავარია, კანონის შესაბამისად იმოქმედა. საფინანსო ინსტიტუტსა და საბანკო სექტორს კი, მთავრობის დაპირებით, პრობლემა არ ექნება

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები