საქართველოს პროკურატურის განცხადება
ოთარ ფარცხალაძის საკითხზე განმარტებას, საქართველოს პროკურატურა აკეთებს. განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა ნათქვამია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცილისმწამებლურ და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს, ვითომდა ოთარ ფარცხალაძის კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. „პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს“,- ნათქვმია განცხადებაში. აქვე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა უწყების საქმიანობასთან არ ჰქონია. „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით, დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას“,- ნათქვამია, პროკურატურის განხცხადებაში.