სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
სოხუმის დაცემიდან 30 წელი სრულდება. გერმანიაში ქალაქ ჰანოვერში ღონისძიება გაიმართა ,რომელიც საქსონიაში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის „გერმანულ ქართული სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული და მას ჰანოვერის მერი და მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. საღამოზე აჩვენეს აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეომასალა. შესრულდა ქართულ აფხაზური სიმღერები. ქართული დიასპორული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ჰანოვერში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.