საიმპიჩმენტო გამოძიება ბაიდენის წინააღმდეგ
დემოკრატები ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევას არალეგიტიმურს უწოდებენ. წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის ჰაკიმ ჯეფრის თქმით, პრეზიდენტის დანაშაულის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ ჯო ბაიდენს საკუთარი ვაჟის კორუფციულ სქემასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა და საიმპიჩმენტო მოკვლევა დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.