მკვლელობა და დაჭრა თბილისში - ერთი დაკავებული
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი ადამიანი დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო მერეო დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო