თურქეთში ინფლაციის დონე გაიზარდა
თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასის ინდექსი, ივლისში დაფიქსირებული 47.83 მეასედი პროცენტიდან, აგვისტოში 58.94 მეასედ პროცენტამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი თურქეთში 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ინფლაციის შედეგად თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.27 მეასედი პროცენტით დაეცა