ბერბოკი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე
ანალენა ბერბოკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით იმედგაცრუებულია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. ბერბოკის თქმით, ეკონომიკურ სანქციებს ეკონომიკური ეფექტი უნდა ჰქონოდა. თუმცა ასე არ მოხდა. „ავტოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიული ქვეყნების ლოგიკა არ მუშაობს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაციონალური ზომებით, რომლებზეც ცივილიზებული მთავრობები თანხმდებიან, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება ვერ მოხერხდა.“ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა