ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავენ
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავენ და წერილს აქვეყნებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია, სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში.