მუქარა ბაიდენს - კრეიგ რობერტსონი მოკლულია
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა იუტაში მცხოვრები კრეიგ რობერტსონი მოკლეს, რომელიც სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ბაიდენს ემუქრებოდა. ცეცხლი კი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც დაკავების დროს მან წინააღმდეგობის გაწევა სეცადა. რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი იუტაში პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. მანამდე ის დემოკრატ პოლიტიკოსებსა და იმ პროკურორებს ემუქრებოდა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.