თაღლითური სქემა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულებმა საქართველოს და უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წლების განმავლობაში ატყუებდნენ მათ, რომ გამართულ საცხოვრებელ ბინებს ჩააბარებდნენ, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხას თაღლითურად ისაკუთრებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები დაზარალებულთა კუთვნილ, ჯამში 1 694 574 აშშ დოლარს, მოტყუებით დაეუფლნენ.
