ამხანაგური თამაში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და ბოლო წამზე დამარცხდა. შეხვედრა 102:104 ით დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, მან 30 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 19 ქულა, ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, ხოლო 18 - მაკფადენს. ზუროსის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.