ნიგერიდან მოქალაქეების გამოსაყვანად იტალია სპეციალურ რეისს ნიშნავს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიგერიდან, მოქალაქეების გამოსაყვანად იტალია სპეციალურ რეისს ნიშნავს. გადაწყვეტილება ნიგერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება. ამავე მიზეზით ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეები გაყავთ საფრანგეთს და ესპანეთსაც.