ტყის ხანძარი ევროპაში
ხორვატიის კუნძულ ჩიოვოზე ხანძრის შედეგად 400 ჰექტარი ფართობი დაიწვა. მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე არ გადასულიყო. საჭირო გახდა ავიაციის გამოყენებაც. ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრების ლოკალიზება საბერძნეთსა და იტალიაში. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა და ტურისტები გაჰყავთ.