ფესტივალი „ჩვენებურები“ თურქეთში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა თურქეთის კავკასიურ ქართული ასოციაციების ფედერაციაში, დიასპორულ ორგანიზაციებთან და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან. თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.