პოლონელი ექიმების სკანდალი
შეურაცხმყოფელს და რთულად ასახსნელს უწოდებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პოლონელი ექიმის ქცევას. როგორც ბოჭორიშვილმა შაბათის ქრონიკაში განაცხადა, წინდებით კვლევის მასალის გამოტანა კლინიკიდან, აბსოლუტურად აბსურდული ქცევაა, მსგავსი საქციელი კი შეურაცხმყოფელია და ნამდვილად საჭიროა განმარტება. თავად ფაქტს, პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი კამპანია „თავისუფლება მიშას“ კონტექსტში განიხილავს.