ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა. გორის მერი ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოზარდების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ამ ეტაპზე, ბანაკი ახალგაზრდების პირველ ნაკადს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ საველე პირობებში ცხოვრებას და მონაწილეობას იღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში