“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. პროექტის ფარგლებში განახლდა ათას 226 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 28 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყო და ივლისის ბოლოს დაასრულებს. პროექტში კომპანია ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.