შვედეთის დედაქალაქის გასართობ პარკში მომხდარმა ინციდენტმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა
შვედეთის დედაქალაქის გასართობ პარკში მომხდარმა ინციდენტმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, 9 კი დაშავდა. შემთხვევა სტოკჰოლმში, პარკ „გრონა ლუნდში“ მოხდა. „ამერიკული მთების“ სახელით ცნობილი ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა. პარკი დაიკეტა. მიზეზებს სპეციალისტები ადგენენ.