ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაკავებულია
ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. გამოძიების მიხედვით, თითქმის სამი წლის შემდეგ შუბითიძემ საქმის შესახებ ტელევიზიით, მოგვიანებით კი სასამართლოში არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა, რაც კონკრეტული მტკიცებულებებით მყარდება.