ისტორიაში პირველად - იტალიაში „დაისი“ დაიდგა
სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლების გახმიანების შემდეგ, ასევე ისტორიაში პირველად ფალიაშვილის დაისი იტალიაში იტალიურ ენაზე შესრულდა. სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, მსოფლიომ იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ შეასრულებული ქართული საოპერო კლასიკის განუმეორებელი დაისი მოისმინა. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, ,,დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები