„ლგბტ“ პრაიდის თვის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საზეიმო მსვლელობა მოეწყო
ღონისძიების მიზანი ლგბტქ თემის მხარდაჭერა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. მსვლელობას ესწრებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, რამაც სოციალურ ქსელში, ამერიკელთა ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ტვიტერის მომხმარებელთა თქმით, მსგავს ღონისძიებებზე ბავშვები სექსუალურად გამომწვევი სანახაობის შემსწრე ხდებიან.
