რობერტ კენედის ბრალდებები თეთრ სახლს
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, რობერტ კენედის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკელ ხალხს უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეალურ მიზანს უმალავს. კენედის განმარტებით, შეერთებული შტატების მთავრობამ თავიდან განაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნები ამოძრავებდა, თუმცა რეალურად ვაშინგტონის მიზანი ვლადიმირ პუტინის გადაყენება და რუსული არმიის გამოფიტვაა. რობერტ კენედის განცხადებით, ამ მარიონეტულ ომში უკრაინელი ბავშვები იღუპებიან.