ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ჩინოსანის დაკავება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ჩინოსანი დააკავა, რომელიც უწყების ცნობით ოკუპაციის პერიოდში რუსეთზე მუშაობდა. უსაფრთოების სამსახურის ცნობით ალექსეი ვანინი, ოკუპაციის პერიოდში საექსპერტო კრიმინალისტური ცენტრის საბუღალტრო და ფინანსურ ანალიტიკური სამსახური უფროსად იყო დანიშნული, და მის მოვალეობაში ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესახებ ყალბი საექსპერტო დასკვნების გაკეთება შედიოდა. ასევე დადგინდა, რომ ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვში ჩადიოდა