CASPIAN AGRO 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს. ქალაქ ბაქოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე,10-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო, სამეურნეო პროდუქცია გააცნო.