ბრძოლა ფრონტის ხაზზე
რუსეთმა უკრაინაში მიკოლაევის ოლქზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი სახლები. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
