უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები - დაკავებულია 14 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. დანაშაულები 3-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.