რუსეთის მიერ გაუქმებული სავიზო რეჟიმი
რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება არსებითი, თუ ის დეოკუპაციას არ უკავშირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა შაბათის ქრონიკასთან, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფერენების აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, საქართველოსთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება მის მოქალაქეებზე და შეუძლებელია მისი განხილვა, როგორც პოლიტიკური დაახლოების ახალი შესაძლებლობა.