თეა წულუკიანის შეხვედრა კოპენჰაგენში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით დანიაში იმყოფებოდნენ. სამუშაო შეხვედრა ბეილერის ფონდის დირექტორთან, ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაზე გაიმართა ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვებ გვერდის დემო ვერსიის პრეზენტაცია. განიხილეს ფიროსმანის ფერწერული ტილოების კონსერვაცია რესტავრაციისა და მუზეუმის თანამშრომელთა გადამზადების საკითხები.