სარაკეტო იერიში
პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დილით განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში ჩაირთო. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორს დაარტყა. ისრაელის განმარტებით, სამიზნე მოძრაობა ჰამასის საწვრთნელი ბანაკი და იარაღის საწყობი იყო. ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარების მორიგი გამწვავება ისრაელის ციხეში პალესტინელი მებრძოლის გარდაცვალებამ გამოიწვია.