ზელენსკის სანქციები
უკრაინის პრეზიდენტმა ასობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ იურიდიულ პირთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, რუსეთის კომუნისტური პარტია, ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, „ერთიანი რუსეთი, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“. შეზღუდვები ჯამში 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს შეეხება. „შავ სიაში“ მოხვდნენ შვეიცარიის, ირანისა და მალის მოქალაქეები, ასევე, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, კვიპროსში, ესპანეთში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სომხეთში დარეგისტრირებული კომპანიები.
