ევაკუაცია სუდანიდან
სუდანიდან გასვლა შეძლეს საუდის არაბეთის მოქალაქეებმაც. მათთან ერთად ქვეყანა ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეებმაც დატოვეს. გემზე 150-ზე მეტი დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ისინი ჯიდას პორტში სამხედრო გემით გადაიყვანეს. ევაკუაცია სუდანის პორტიდან განხორციელდა, რომელიც დედაქალაქიდან 650 კილომეტრში მდებარეობს.
